რესპუბლიკური საავადმყოფო ჟურნალისტების ტესტირებას დამოუკიდებლად ვერ დაიწყებს,_ აღნიშნული განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.
მინისტრის თქმით, ჟურნალისტების ტესტირება იგეგმება, თუმცა ამისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ახალი ალგორითმი უნდა შემუშავდეს.
„რესპუბლიკური საავადმყოფო დამოუკიდებლად ვერ დაიწყებს ჟურნალისტების ტესტირებას, თუმცა ის ინიციატივა, რომელზეც მე ვისაუბრე, სწორედ რესპუბლიკური საავადმყოფოს მხრიდან იყო წამოწყებული. ჩვენ ამ დეტალებზე ვისაუბრებთ უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. შემუშავდება ახალი ალგორითმი და ამ ალგორითმის დამტკიცების შემდეგ, უკვე ესეც ამოქმედდება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა, რომ სწრაფი ტესტის მეშვეობით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჟურნალისტების ტესტირება დღეს იწყება.
გოფოძემ აღინიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო საკუთარი ინიციატივით იმ ჟურნალისტებს ჩაუტარებდა ტესტს, ვინც დღეს კლინიკაში გადაღებაზე იმყოფებოდა.