ცხოვრებაში, რომ არ გამოვრიცხავ, პროტესტიც კი არ გამოვხატოთ ამ ნომინალური ფიგურის პარლამენტში მოსვლის მიმართ“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არანაირ გადაწყვეტლებებს არ იღებს, არის მოსიარულე სკანდალი, რომელიც აზიანებს საქართველოს, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა ასევე ძალიან ბევრი სკანდალური რამ უკავშირდება მას ქვეყნის ფარგლებს შიგნით, მაგალითად, როგორიცაა მკვლელების და პედოფილების შეწყალება და ა.შ. იმდენად მინიმალურია სალომე ზურაბიშვილის როლი სახელმწიფო ცხოვრებაში, რომ არ გამოვრიცხავ, პროტესტიც არ გამოვხატოთ ამ ნომინალური ფიგურის პარლამენტში მოსვლის მიმართ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური მოხსენებით ხვალ, 4 მარტს მიმართავს.