https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“თხილის დაავადების, მსხმოიარობის, ფასის თუ შეწამვლის პრობლემა გლეხკაცს შეერთებული სიმძიმით დააწვა”

10:07; 19.07.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

წელს, გურიაში, თხილის მსხმოიარობამ, როგორც აქ ამბობენ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ბოლო წლების მანძილზე არსებულ მოსავლიანობას ბევრად აღემატება. თუმცა, ასევე, ბოლო სამი წლის მანძილზე, საყოველთაოდ ცნობილია, რომ თხილის დაავადებამ, კონკრეტულად, გულის სიდამპლემ, ამ კულტურას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ამას დაემატა მავნებელ ფაროსანას გამოჩენა, რომლის ხვედრითი წილი თხილის სხვა დამაზიანებელ დაავადებათა თუ მავნებელთა შორის, შედარებით მცირეა, თუმცა, მასაც შეუძლია საზიანო კვალი დააჩინოს.

ახალშემოსული თხილის მიღება ოზურგეთის კერძო პუნქტებში უკვე დაწყებულია, მაგრამ აქ ერთობ უცნაურ პასუხებს მოისმენთ იმის შესახებ, თუ როგორ რეგულირდება თხილის ფასი თუ ხარისხი. კარგად გვახსოვს, გასულ წელს, თხილის ჩაბარების დროს ხდებოდა მისი გატეხვა და ყოველი ათიდან ცხრა მაინც თუ იყო საღი, მაღალი ფასიც ამ შემთხვევაში გაიცემოდა. შემდეგ კი, თხილს საღი ან უვარგისი მარცვლის მიხედვით ემატებოდა ან აკლდებოდა ღირებულება.

რა ხდება დღეს? თხილის მიმღებ პუნქტებში გვეუბნებიან, რომ, ჯერჯერობით, თხილს არ ტეხენ და გულის ხარისხს არ ამოწმებენ:

_ მომხმარებელს ერთ კილოგრამ თხილში ვუხდით ერთ ლარს. ამჯერად არ ვტეხთ. ისეც ვატყობთ, არის შიგ გული თუ არა, _ გვეუბნებიან მიმღები პირები, თან გვიხსნიან, რომ გატეხვას დაიწყებენ, როცა ქარხნები ამუშავდება და “ნამდვილი თხილი წამოვა”. კითხვაზე, თუ რას ჰქვია “ნამდვილი თხილი”, ზუსტ პასუხს ვერ იძლევიან.

მოქალაქეები, რომლებიც თხილს აბარებენ, ამბობენ, რომ ამ დროისთვის თხილის ჩაბარება უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვების გამო ხდება.

ნაზიკო დ. და ცისანა ბ: “ჩვენს ვინაობას ნუ მიუთითებთ. ლანჩხუთიდან ჩამოვიტანე “ბერძნულა”. საუკეთესო, ოღონდ ნედლია. ძალიან უნდა მიჭირდეს, იქიდან რომ აქ ამ უმწიფარ თხილს ჩამოვიტან. ერთ ლარზე ძვირად არ ჩაიბარეს. როგორ ფიქრობთ, ახლა რატომ არ ტეხენ? იმიტომ, რომ კარგად იციან, თავად არიან მოგებული. ისიც იციან, ასეთ დროს კარგ, თუმცა, ნედლ თხილს მხოლოდ ძალიან გაჭირვებული ჩააბარებს და უკან არ წაიღებს. იციან ისიც, რომ წელს თხილი ხარისხით მაინც უკეთესია, ვიდრე გასულ წლებში, რადგან მოსახლეობამ ზანტად, მაგრამ მაინც დაიწყო შეწამვლა და მინიმალური შედეგი არის. იმის თქმა მინდა, რომ გლეხკაცს, საწყალ მოსახლეობას, რომლის მარჩენალი და იმედი თხილი იყო, მაინც პირში სულს ხდიან”, _ გვითხრეს ქალბატონებმა.

თუ როგორ მოხდება თხილის ფასის რეგულირება, შინა თუ საერთაშორისო ბაზარზე, ამასთან დაკავშირებით პასუხი არ არსებობს.

რა ხდება თხილის პლანტაციებში? როგორც დაკვირვებამ აჩვენა და ადგილობრივი მოსახლეობა გვეუბნება, წელს თხილის მოსავალი ისეთია, როგორც არასდროს. თუმცა, ჯერ კიდევ უმწიფარი ნაყოფი ივნისის ბოლოდან ისე ცვივა, როგორც მოსავლის აღების დროს.

ეთერ ლომჯარია, ფერმერი, სოფელი ჭანიეთი: “გული მიწუხს. ყველანაირი წამლობა ჩავუტარე, თუმცა, შედეგი ზღვაში წვეთიც არ არის _ სეტყვასავით ცვივა ნედლი მასა. თხილის ძირებთან მოფენილია ჩამოცვენილი ბურჩხები, რომელშიც საღი გული საერთოდ არ არის. სად და როგორ უშველა წამალმა? ახლა მეუბნებიან, რომ წამლობა მრავალი წელი უნდა გაგრძელდეს. მოკლედ, არაა სოფელში მცხოვრები კაცის საშველი”.

ფერმერი ნუგზარ ანთიძე განმარტავს, რომ შეწამვლა, ადრე თუ გვიან, შედეგს გამოიღებს:

“ერთხელ და ორჯერ შეწამვლით შედეგი არ მიიღება. კარგად უნდა გავითავისოთ, რა მოუვიდა თხილს. ზოგს ჰგონია, როგორც ადრე, ერთხელ გაცელავდა პლანტაციას და აგვისტოში მივიდოდა ბუჩქის ძირას ჩამოსაბერტყად და მოსაკრეფად. ასე ეს აღარ იქნება. სერიოზული დაავადებები და მავნებლები უტევს ამ კულტურას. ჩემი აზრით, მეტი აგიტაცია-პროპაგანდა სჭირდება თხილის მოვლის საქმეს. თუ არადა, გლეხკაცი გურიაში ლუკმის ფულს თანდათან დაკარგავს”, _ გვითხრა მან.

პროფესიით ეკონომისტი მზია თავართქილაძე ამბობს, რომ მკურნალობას შედეგი მოჰყვება, თუმცა, ამისთვის საგანგებო მიდგომაა საჭირო:

“კარდაკარია” საჭირო თხილის მოვლა-პატრონობისა და მკურნალობის საქმეში. კი, ბატონო, ზრუნავს ხელისუფლება, ხალხი გამოფხიზლდა, შეწამვლა დაიწყო, მაგრამ გურულმა ფერმერმა ის თუ იცის, კახელი კაცი დილით რომ ჩადის ვენახში, დაღამებამდე უტრიალებს თითოეულ ძირს, რომ დაავადება ან მავნებელი არ მიეპაროს? აქ რა ხდება? თავში უნდა ჩაუდო თითოეულს. ჯერ კიდევ გულგრილია ხალხი. მეტი რა გინდა _ ცხელი ნისლით შეწამვლის მესამე ფაზას იწყებენ და წესიერად სოფლის ნახევარმა არ იცის, რომ მანქანები შემოდიან. გამგებელი ამბობს, რომ გააფრთხილა ხალხი. ასეც იყო, ალბათ, მაგრამ ვიღაცამ ვიღაცას მაინც არ უთხრა. ამბობენ, არ ვიცოდით და კინაღამ გავიგუდეთო. მე “კარდაკარზე” ვსაუბრობ და ამაზე ნურავის გაეცინება. სჭირდება ეს ჩვენს ხალხს. თხილის დაავადების, მსხმოიარობის, ფასის თუ შეწამვლის პრობლემა გურულ გლეხკაცს შეერთებული სიმძიმით დააწვა და მისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა. მეტი ოპერატიულობა, მეტი ძალისხმევა მართებს ხელისუფლებას, რომ თხილის კულტურა დაღუპვას და აქედან გამომდინარე, გლეხკაცი გაჭირვებას გადაარჩინოს”.

ფერმერი აკაკი ღლონტი თხილის ბურჩხების ნაადრევად ჩამოცვენის მიზეზად მასშტაბურად გავრცელებულ სოკოვან დაავადებებს ასახელებს და ამბობს, რომ აქ არაფერ შუაშია ამინდი ან მავნებელი ფაროსანა. როგორც ფერმერი განმარტავს, თხილი აუცილებლად იანვრის დასაწყისიდან უნდა შეიწამლოს სიდამპლის წინააღმდეგ, როცა მცენარის ყვავილი გაშლას იწყებს და ეს, წლების განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ამ დროს აქტიურდება მავნებელიც. ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა კი, მომავალ სეზონზე რომ კარგი მოსავალი გვქონდეს, მოსავლის აღების შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბერში უნდა მოხდეს.

რაც შეეხება ივლისში ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლას, რის შესახებაც ახლახან მოსახლეობას შეატყობინეს სეს-ის გურიის რეგიონული სამმართველოდან, ასეთ შინაარსს მოიცავს: “აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობის მესამე ეტაპი მიმდინარეობს და თუ აქამდე არ ჩაგიტარებიათ არანაირი წამლობა თხილისთვის, ახლა არის დრო, როცა საკუთარი ძალებით ჩავატაროთ სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული წამლით. ამასთანავე, გურიისთვის, დღეისთვის 384 ერთეული ზურგსაკიდი აპარატია გადმოცემული, რომლით სარგებლობა დაუბრკოლებლად შეუძლია მოსახლეობას”.

ამ განცხადებას არც ისეთი გაგებით შეხვდა მოსახლეობის დიდი ნაწილი _ “გურია ნიუსს” თავად უკავშირდებიან სოფლების: ლიხაურის, ჭანიეთის, მაკვანეთის თემიდან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ: “ხალხი უკვე კრეფს თხილს, ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის შემდეგ კი 21-დღიანი ინტერვალია საჭირო, რომ ნაყოფი საზიანო არ იყოს. ხალხს ისე უჭირს, კრეფს და აბარებს ნედლ თხილს. ასეთ დროს რა უნდა ვქნათ?” _ ამბობენ ისინი.

სპეციალისტები და გამოცდილი ფერმერები კი ამბობენ, რომ პლანტაციები ან მანამდე უნდა შეეწამლათ ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატით, ან ახლა უნდა შეწამლონ და დაელოდონ 20-22 დღის გასვლას. მათივე თქმით, ცხელი ნისლით წამლობა არაერთხელ ჩატარდება მთავრობის მხრიდან, თუმცა, საკუთარ ბაღებში მოსახლეობამ უნდა იმოქმედოს და გარკვეული რეგულაციები თავად შემოიღონ.

“რატომ უნდა დაიბნე ადამიანი, მიკვირს. ფაროსანას საწინააღმდეგო ცხელი ნისლით დამუშავება, რახანია დაიწყო მთავრობამ. რომ ჩამოიარეს, იმას მაინც ხომ შეხედეს? ჰოდა, შეეწამლათ ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატით. ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება. თუ ახლა შეწამლავენ, დაელოდონჩ 20 დღის გასვლას და მერე მოკრიფონ. მე სულ ფერმერის მხარეს ვარ, უბრალო ადამიანებს ყოველდღიური დახმარება სჭირდებათ, თუმცა, ხანდახან თავს ძალიან ნუ გავისულელებთ”, _ გვეუბნება ფერმერი აკაკი ღლონტი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4 თებერვალი, 2026

რატომ ამჯობინებენ დახლებთან დგომას გარეთ ვაჭრობას და რატომ არ შედის მყიდველი ბაზარში

"სტუმრების მაინც არ რცხვენიათ?!" _ რატომ არ არის საზოგადოებრივი ტუალეტი ჩოხატაურში

ყველა სიახლე

ზაფრანი

2026 წლის თებერვალი ზოდიაქოს 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის ცხოვრების ახალ თავს გახსნის – ასტროლოგები ასახელებენ

20:05; 4.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4.02.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4.02.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა

15:45; 4.02.2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4.02.2026
სამართალი

ჩხრეკა ვაგონ სარემონტო ქარხანაში – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

14:37; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

14:07; 4.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

13:22; 4.02.2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს  

12:32; 4.02.2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4.02.2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4.02.2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4.02.2026
მსოფლიო

სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

10:31; 4.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო