საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს დეპუტატები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ საუბრობენ. მათი თქმით, ჯუმათის წყალმომარაგების რეაბილიტაციაზე ტენდერი 2015 წლის 18 სექტემბერს გამოცხადდა. ფასი კი 1 480 690 ლარი იყო. ტენდერი „ბილდინგ დეველოპერმა“ 1 185 000 ლარად მოიგო.
ენმ-ს ლიდერები ამბობენ, რომ ჯუმათში სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა და წყალი მოსახლეობას არ მიიწოდება.
საკითხის შესწავლა საკრებულოში სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარემ ლავრენტი ბიგვავამ დაიწყო.
საკრებულოზე მოიწვიეს შპს „სატისის“ ხელმძღვანელი დავით ცერცვაძე, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
მისი თქმით, ჯუმათში, პროექტის მიხედვით, გაკეთებულია ყველაფერი. არის წყლის დებეტის პრობლემა. მისივე თქმით, სათავე ნაგებობაც აღსადგენია. მილებიც სკდება.
ენმ _ თქვენ ჩაიბარეთ ხომ ეს პროექტი და აკონტროლებთ წყლის მიწოდებას?
რაზეც ფრაქცია მწვანეების თავმჯდომარე გენო ჩავლეშვილი პასუხობს, რომ ეს სტიქიის ბრალია და დებეტი შემცირებულია. რაზეც „სატისის“ ხელმძღვანელი დავით ცერცვაძეც დაეთანხმა.