ოზურგეთში აქციის მონაწილეების მიერ პალმის დაბოქლომებას სოციალურ ქსელში ზურაბ თოიძე ეხმაურება და აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ პორტლენდში მომხდარ შემთხვევას ჰყვება.
„..ერთი შემთხვევა მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, პორტლენდში პოლიციამ კაცი დააპატიმრა, თავი და მთელი სხეული ნაძვის ტოტებით ჰქონდა დაფარული, კონგრეს – სტრიტზე მოძრაობას უშლიდა ხელს და ხე ვარო, დაჟინებით უმტკიცებდა პოლიციელებს.
ხოდა , დააპატიმრეს ტიპი , არ ხარ ხეო …
იმის მერე ეგეთი არაფერი გამიგია , ის კაცი , ხე მაინც არ იყო და აგერ , ოზურგეთში , ნაციონალებს ნაღდი ხე , მუნიციპალიტეტის შენობის წინ მდგარი პალმა დაუპატიმრებიათ . შევხედე და მეცნო ეგ ბებერი პალმა , მე რომ წინა ცხოვრებაში , 35 წლის წინ , მაგ შენობაში ვიჯექი , ეგ პალმა მასე იდგა მაგ ადგილას და ლენინის ძეგლს უყურებდა , რამდენ საშვიდნოემბრო და საპირველმაისო დემონსტრაციას შესწრებია , საკუთარი თვალით აქვს ნანახი , როგორც კიტოვანის გვარდიელების , ისე ზვიადისტების მიერ მაგ შენობის ოკუპაცია , რა არ უნახავს , მაგრამ ეგეთი ???… დააბოქლომეს ტიპებმა პალმა, წარმოგიდგენიათ ? …. პალმას შეიძლება მიეყრდნო , მთვრალი თუ ხარ , შეიძლება მიაფსა , ნამეტანი თუ გიჭირს ან შეიყუდრო , თუ მზე აჭერს ზაფხულში … და დააბოქლომო ??? თან , ვიდეო ვნახე , დამბოქლომებელი ყმაწვილი, ეტყობა ნაციონალი, ლაპარაკობდა, მალე დამთავრდება ოლიგარქის რეჟიმიო … და პალმა რა შუაშია , მართალი გითხრათ ვერ გავიგე ? ხოდა, ზოგიერთები, სანამ, ტყემლის და ბლის კურკების არ იყოს, პალმაზე ზიან და ბანანს არჩევენ , თან პალმებსაც აბოქლომებენ შიგადაშიგ, ვერც ვერავის დაამთავრებენ და ვერც ვერავის დააჯერებენ, მაგის შანსი რომ არსებობს …“,_ წერს თოიძე.