გახსოვთ, ალბათ, ახლო წარსულში ცნობილი ანიმაციური სურათი „ტომი და ჯერი“.
„სანდომიანი“ ტომი და „ონავარი“ ჯერი მზად არიან კატა-თაგვობანა კიდევ ერთხელ ითამაშონ.
ამერიკული მასმედიის მტკიცებით, უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერ შექმნილი საკულტო პერსონაჟები ეკრანზე კიდევ ერთხელ გამოჩნდებიან.
Warner Bros..-ის გადაწყვეტილებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმაციური დუეტი, ეკრანს მხატვრული ფილმის სახით 2019 წლის ბოლოსკენ დაუბრუნდება.