რამდენიმე წუთის წინ ტრაგედია მოხდა ბახმაროში. როგორც „გურია ნიუსს“ შეატყობინეს, სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანა ახლაგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით მანქანა ე.წ. ძველი სანატორიუმის აღმართზე ადიოდა, ხოლო დაღუპული საპირისპირო მხრიდან ფეხით ჩამოდიოდა.
– ბევრი ხალხი იდგა ეზოში. უცებ შეჯახების ხმა გავიგეთ და მანქანიდან მძღოლი გადმოვიდა ყვირილით – დახმარებას ითხოვდა. ამ დროს მანქანაც დაგორდა და იქვე, პატარა ხრამში გადავარდა, – გვითხრეს თვითმხილველებმა.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება. ავტომანქანის მძღოლი ამ წუთებშო ბახმაროს პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.