საქვეყნოდ ცნობილი საავტომობილო გიგანტის, “ლამბორჯინის”, შექმნას ავტომოყვარულები იტალიის ერთ პატარა სოფელში დაბადებული “ტრაქტორისტის” ჯიბრიან ბუნებას უნდა უმადლოდნენ.
ფერუჩიო ლამბორჯინი მამამისის ფერმის საწყობში, ომის შემდგომ დარჩენილი საომარ ტექნიკას სამეურნეო მანქანებად აკეთებდა. მალე ამ საქმეში ისე დახელოვნდა, რომ 1949 წელს “ლამბორგინის” ტრაქტორების სერიული გამოშვება დაიწყო.
სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ მის “ფერარის” თითქმის ისეთივე მოჭიდების სისტემა ჰქონდა, როგორიც მის ტრაქტორებს, მხოლოდ ზოგიერთი ხარვეზის აღმოფხვრა იყო საჭირო, რაზეც განუცხადა კიდეც ენცო ფერარის, რომელსაც მეზობლად ჰქონდა თავისი საავტომობილო ქარხანა.
ფერარიმ რჩევა იუკადრისა და “მეტიჩარა” ახალგაზრდა თავიდან მოიშორა – გირჩევნია, შენს ტრაქტორებს მიხედოო. ფერუჩიომ წყენა გულში ჩაიდო და თავად შეუდგა საკუთარი “ფერარის” გაუმჯობესებას.
შედეგი შთამბეჭდავი აღმოჩნდა – “მისი” “ფერარი” საგრძნობლად სჯობდა ქარხნულს. თანდათან ავტომობილების კეთების ეშხშიც შევიდა, “ფერარის” ქარხნიდან ორი სპეციალისტიც გადმოიბირა და ახალ საავტომობილო იმპერიას ჩაუყარა საფუძველი.