ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება 8 მუსლიმი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შესახებ სასამართლომ დაბლოკა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სასამართლოს მტკიცებით, პრეზიდენტს არ აქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ფედერალურ საემიგრაციო კანონმდებლობაში ასეთი შეზღუდვები დააწესოს.
როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტი აღნიშნულ შეზღუდვას ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით აწესებდა.