დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევნის ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს, _ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
“ცეცხლის ჩაქრობის ღონისძიებაში 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა. ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ხანძრის სრული ლიკვიდაციის მიზნით”, _ აცხადებენ შსს-ში.