„საუბარი მეორე ტურის შესახებ ჯერ ნაადრევია, რადგან ამომრჩეველთა დიდ ნაწილი ჯერ არჩევნებზე არ მისულა, თუმცა, ალბათობა, რომ მეორე ტური იქნება მაღალია“,_აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ადამიანებს არჩევნებზე მისვლას შედგენილი სიებით და სამსახურის დაკარგვის შიშით აიძულებენ, თუმცა, მისი ინფორმაციით, არჩევნებზე შიშის გამო მისული ადამიანები ხმას სალომე ზურაბიშვილს არ აძლევენ.
ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ძალიან უჭირს და ამის დასტური საარჩევნო პროცესის დარღვევებით და შევარდნაძის დროინდელი კარუსელის მცდელობით მიმდინარეობაა.
მან ასევე საბერძნეთში, ქუთაისსა და გარდაბანში დაფიქსირებულ შემთხვევებზე ისაუბრა.
„ცდილობდნენ მისული ამომრჩეველი დაერწმუნებინათ, თითქოს კანდიდატურა მოვხსენი. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ნერვიულობს, რადგან არსებობს რეალური შანსი ამ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების“,_განაცხადა ბაქრაძემ.