რუსთაველის გამზირზე ამ დრომდე მიმდინარეობს ახალგაზრდების აქცია. მოედანზე შეკრებილების თქმით, ისინი მანამ არ დაიშლებიან, სანამ პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობას არ დატოვებენ.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე კლუბური მუსიკა ისმის და ახალგაზრდები ცეკვავენ. ერთ-ერთი გოგონა საცეკვაოდ 9 აპრილის მემორიალზე ავიდა. ამ კადრებმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.