წელს კოლუმბიაში 100-ზე მეტი ადამიანის უფლებათა დამცველი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაეროს ადამიანთა უფლება დამცველი ოფისის განცხადებით, აქტივისტები განსაკუთრებით რისკის ქვეშ იმ რეგიონებში იმყოფებიან, სადაც ხელმოწერილ სამშვიდობო ხელშეკრულებებს ვადა გაუვიდათ.
გაეროს მონაცემებით, 2016 წელს 127 ადამიანის უფლება დამცველი და საზოგადოების ლიდერი დაიღუპა, 2015-ში 59, ხოლო 2014 წელს კი 45.