ცენტრალური ავტობანის გორი-ქარელის მონაკვეთზე, სოფელ რუისთან ერთმანეთს რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.