“მეტროსადგურ წერეთელზე” მგზავრების მიღება განახლდა, _ აღნიშნულ განცხადებას თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“წერეთლის სადგურზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა და დაიწყო მგზავრების მიღება. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით 10:00 საათზე ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე მცირედი დაკვამლიანების გამო, დროებით შეიზღუდა მგზავრების მიღება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა სამსახურებმა ხარვეზის აღმოფხვრა დროულად მოახერხეს, ასევე, დეტალურად შეამოწმეს ესკალატორის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა. წერეთლის სადგურზე მგზავრების გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა”, _ ნათქვამია განცხადებაში.