ცენტრალური საარჩევნო კომისიამ მოროგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ამომრჩევლებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება.
12 საათის მონაცემებით კი, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ხმის მისაცემად ოზურგეთში მივიდა.
„ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს მშვიდად. ამომრჩევლებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება. აქვე წარმოგიდგენთ ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. 12 საათის მდგომარეობით. 6-ვე ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა არის 11.55%, რაც რაოდენობრივად 37 917 ამომრჩეველია. ამომრჩველთა აქტივობა კი საარჩევნო უბნების მიხედვით კი შემდეგია: ყაზბეგი 17.4 %, ხაშური 11.05%, ბორჯომი 18.2%, ქუთაისი 6.2%, ოზურგეთი 21.5 % და მარტვილი 11.5%“,_განაცხადა მიქელაძემ.