ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმათა 56.66 %-ით ლიდერობს.
ამ დროისთვის 737 უბნიდან მონაცემები დათვლილია 493 უბნის მიხედვით.
მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხმების 17.17 %-ით.
მესამე ადგილს იკავებს „ევროპული საქართველო“ ხმების 8.92 %-ით.
მეოთხე ადგილზეა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ხმების რაოდენობა 5.52 %-ით.
დანარჩენმა პარტიებმა, ამ დროის მონაცემებით, ხმათა 4%-ზე ნაკლები დააგროვეს.