რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომა დაიწყება. სხდომაზე დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაკითხავენ. ბრალდებულის ადვოკატს იმედი აქვს, რომ მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს. უფლებადამცველი მტკიცებულებებს წარადგენს.
სასამართლო პროცესი დახურულია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.