სამაშველოს სამსახურის თანამშრომლებმა ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.
ჩაქვისა და ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი ზღვაში გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, ის რუსეთიდან აჭარაში დასასვენებლად იყო ჩასული. სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები და სამართალდამცავები იყვნენ ჩართული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.