ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი საუბნო კომისიების წინასწარი მონაცემების მიხედვით ოზურგეთში მეორე ტური გაიმართება.
იმ შედეგების მიხედვით, რაც ახლა დათვლილია “ქართული ოცნების” კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს 45% აქვს, ხოლო მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძეა, რომელსაც ხმების 37% აქვს მიღებული.
შეგახსენებთ, რომ ეს წინასწარი მონაცემებია და პროცენტული მაჩვენებლები შესაძლოა შეიცვალოს.