“რესპუბლიკელმა”დავით ზურაბიშვილმა, როგორც ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან გვამცნობს, საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
“იმ ცნობილი ცხრაწლის ბოლო ხუთწლედში საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ყველგან ხვდებოდა ერთნაირი “კარწინკა”: მარჯვნივ ხანშიშესული, მოჟამული სახით იჭვნეულად მომზირალი “ციცო დეიდები” პასტებით და ბლოკნოტებით, მარცხნივ შავსათვალიანი და ცინიკურად მომღიმარი უბნის ძველბიჭობის ბირჟაობა, ოდნავ შორს პოლიცია მანქანაში და რა თქმა უნდა სოდი და კუდი.
ჰოდა, ახლა მივედი ხმის მისაცემად და რას ვხედავ? ყველაფერი ძველებურადაა იგივე მოქმედი პირებით, ოღონდ სოდ-კუდის ნაცვლად სუსის ეგიდით დაფუსფუსებენ.
ჰოდა, ამ ეგიდის ცვლილებიზა ვიკლავდით თავს ხუთი წლის წინ?
P. S. სტატუსი რიტორიკულია”, _ წერს ზურაბიშვილი.