ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საზღვარს საახალწლოდ 3 დღით ჩაკეტავს. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი იტყობინება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დეფაქტო უწყების განმარტებით, საქართველოსთან საზღვარი 30 დეკემბერს, 20:00 საათზე ჩაიკეტება და 2 იანვარს დილის 06:00 საათზე გაიხსნება.