კავკასიური გველგესლა დასავლეთ საქართველოში ერთადერთი შხამიანი გველის სახეობაა, რომელიც ბინადრობს კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე. ის არ არის აგრესიული და ყოველთვის ცდილობს თავის გარიდებას.
გავრცელებულია ძალიან ფრაგმენტულად, საქართველოში მხოლოდ ათამდე ადგილასაა ნანახი.
კავკასიური გველგესლა დღის გველია, ხშირად თბება მზეზე, თუმცა ძირითადად ახასიათებს მალული ცხოვრების წესი.
კავკასიური გველგესლა „წითელი ნუსხის“ სახეობაა
წყარო:კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფეისბუქგვერდი;
ფოტო: ნათია ბარათელი