ძლიერმა ნალექმა თურქეთში, იზმირის პროვინციის მენდერსის რაიონში წყალდიდობა გამოიწვია.
როგორც Anadolu იუწყება, ამ დროისთვის მაშველები დაკარგულ 2 ადამიანს ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, წყლის ნაკადმა მსუბუქი კომერციული ავტომობილი წაიღო,რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 3-მა გადარჩენა საკუთარი ძალებით შეძლო.
ავტომობილი მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან 800 მილის მოშორებით იპოვეს.