შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელი ბუთურაული სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.
ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს შეხვდებით.
„აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა. და ეს იმ აჭარაში, სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც კი არის“, – გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ბაუჟაძე.