იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სასამართლო პროცესები ონლაინ მიმდინარეობს და სამ დღეში 95 სასამართლო პროცესი ჩატარდა.
“24 მარტიდან აიკრძალა პატიმრების გაყვანა სასამართლოებში და სასამართლო პროცესები ტარდება ონლაინ. მე მინდა, ამ პროცესში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ვუთხრა არამხოლოდ პენიტენციური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ასევე პროკურორებს, მოსამართლეებს, მოსამართლეთა თანაშემწეებს, ადვოკატებსა და თავად პატიმრებს, რადგან ჩვენ სულ სამ დღეში შევძელით და 95 სასამართლო პროცესი ჩავატარეთ ონლაინ სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან. კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე, ეს არის წესი, რომელსაც გამონაკლისი ვირუსის აღმოფხვრამდე არ ექნება”, – განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, საქართველოში ციხეებმა 3 აპრილის შემდეგაც განსაკუთრებულ პირობებში გააგრძელოს მუშაობა.