გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი და ქარიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ქ. თბილისში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, დილის საათებში იწვიმებს.
27 თებერვალს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს. ქ. თბილისში მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +8, +10 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.