თუ კი ექიმები პაციენტები გახდებიან, ამ შემთხვევაში ქვეყანაში რთული მდგომარეობა შეიქმნება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
„ახლა ყველაზე საშიშია, არ მოხდეს იმდენი ადამიანის დაინფიცირება და მათ შორის არ იყოს მედპერსონალი ისეთი რაოდენობით, რომ ჩვენ ვეღარ გავწვდეთ ან ვეღარ შევძლოთ. ამიტომ ამისთვის მომზადებული მედპერსონალია საჭირო, რადგან კორონავირუსით ინფიცირებულთან მუშაობას ყველა ვერ შეძლებს“, – აღნიშნა ენდელაძემ.