გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მისი მოადგილის სოსო ერქომაიშვილის თბილისში გადასვლასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. ის აღნიშნავს, რომ ერქომაიშვილი დააწინაურეს:
_ მოადგილეებს ათავისუფლებს და ნიშნავს გუბერნატორი, სოსოს უნდოდა თბილისში გადასვლა. ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიიჩნიეს, რომ ის კარგი კადრია და დაინიშნა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანაშემწედ. ასევე, მაქვს ინფოპრმაცია, რომ ის ოჯახის შექმნასაც აპირებს თბილსში, _ ამბობს სალუქვაძე.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა სხვა საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი წინასაარჩევნოდ გურიის გუბერნიაში, გუბერნატორის თქმით, სხვა საკადრო ცვლილება ამ ეტაპზე არ იგეგმება:
“ამჯერად თბილისში ვიმყოფები, პირად საქმეზე, აქ ორი შვილი მყავს და ხშირად მიწევს ჩამოსვლა. ხვალ სამსახურში ვიქნები, სადაც ჩავატარებ, ჩვეულებრივ სამუშაო, შემაჯამებელ თათბირს, არანაირი სხვა საკადრო ცვლილება გურიის გუბერნიაში არ იგეგმება“, _ ამბობს მხარის გუბერნატორი.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაიკავებს ერქომაიშვილის ადგილს, სალუქვაძის თქმით, შესაძლოა, ეს ადგილი ვაკანტური იყოს:
_ თუ მაცლით, მოვიფიქრებ რამეს, ან სულაც არ დავნიშნავ არავის და ეს ადგილი იქნება ვაკანტური.