„დღეიდან, ოპოზიცია თუ რამეზე დაელაპარაკება „ოცნების“ „მოქოქილ თოჯინას“, ეს უნდა იყოს ახალი არჩევნების დანიშვნის კონკრეტული თარიღი და მეტი არაფერი!
სხვა დანარჩენი და ამდენი ე.წ. საიდუმლო, მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფა ხდება.“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
„გაერთიანებული ოპოზიცია, რომელსაც მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ასე დაწყობილი რომ მიდის და ერთ მაგიდასთან ჯდება, ელაპარაკება ადამიანს, ვისაც ამ ქვეყანაში ხუთ კაცზე მეტი მხარდამჭერი არ ჰყავს, ამით ხალხს აყენებენ შეურაცხყოფას. მითუმეტეს, რომ საკუთარ ამომრჩეველს ანგარიშსაც არ აბარებენ, კონკრეტულად რაზე იყო საუბარი დახურულ კარს მიღმა. ამიტომ, როდესაც ხალხის სახელით საუბრობ, შეხვედრა გახსნილი უნდა იყოს და მედიაც უნდა ესწრებოდეს.
რადგან, არ შეიძლება სიმართლე ეძებო მასთან, ვინც შეხვედრიდან გამოსული, კამერებით მხოლოდ ერთ კაცს ელაპარაკება და ერთ კაცს აბარებს ანგარიშს.
რაც შემეხება პირადად მე, საპროტესტო აქციებს და ოპოზიციას იმიტომ შევუერთდი, რომ ხალხის ხმა, ხალხის მოთხოვნა ყოფილიყო ამ ქვეყანაში გაჟღერებული და არა ფასილიტატორებთან და შუამავლებთან გასაიდუმლოებული საუბრები.“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.