თურქეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობასთან კავშირში მყოფი 84 ადამიანის ექსტრადირებას სთხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, იმ პირებს შორის, ვის ექსტრადირებასაც ანკარა ითხოვს, ყოფილი იმამი, ფეთჰულაჰ გიულენიც არის.
ცნობისთვის, თურქეთი გიულენს სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს, თუმცა, ის ბრალდებას უარყოფს.
როგორც FRANCE 24 იუწყება, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, გიულენის ექსტრადირებასთან დაკავშირებით გეგმა არ აქვს.
„ეს არ არის გათვალისწინებული. ერდოღანი ჩემი მეგობარი, ძლიერი, მკაცრი და ჭკვიანი კაცია. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. მაგრამ ამ ეტაპზე? არა“,_განაცხადა ტრამპმა.