თურქეთის ტყეებისა და წყლის რესურსების სამინისტრო საქართველოსთვის დახმარებაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ ტყის ხანძრებთან ბრძოლაში თურქეთი საქართველოს დახმარებას აგრძელებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„რამდენიმე დღის წინ თურქეთმა გააგზავნა ავიატექნიკა საქართველოში, რომელიც ბორჯომის რეგიონში ხანძართან ბრძოლაში ჩაერთო. ახლა კი ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი აბასთუმანში გაიგზავნა”, _ აღნიშნულია განცხადებაში. სამინისტროს ცნობით, ისინი თურქეთის პრემიერის დავალების შესაბამისად მოქმედებენ.
თურქეთის ტყეებისა და წყლის რესურსების მინისტრი ამბობს, რომ მსგავსი ხელშეწყობის მნიშვნელობა კარგად ესმის, შესაბამისად, სამინისტრო მზად არის, მეზობელ ქვეყნებს დახმარება აღმოუჩინოს.
სამინისტროს ცნობით, მსგავს ოპერაციაში თურქეთის ავიაცია მაკედონიაშიც იყო ჩართული.