თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქართველი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის გადმოსვენების პროცედურები დაწყებულია.
რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხევვის შედეგად დაშავებულ საქართველოს ოთხ მოქალაქეს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი კვლავ თურქეთის კლინიკაში რჩებიან. ერთ-ერთ მათგანს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხევა 16 ივლისს, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის ზუსტი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს მოკვლევა.