თურქეთში მოკლული ქართველი საქართველოში გადმოასვენეს. სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გარდაცვლილის ახლობლები და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძე ურთიერთშელაპარაკების შედეგად დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
„29 ივნისს გენერალურ საკონსულოში, ქ. სტამბოლის პოლიციის განყოფილებიდან შემოვიდა წერილობითი შეტყობინება, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია და გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება”, _ აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.