“ოზურგეთიდან კარანტინსა და თვითიზოლაციაში არავინ იმყოფება. როგორც მოგახსენეთ, ორი დღის წინ კარანტინში იმყოფებოდა ერთი ადამიანი და ის უკვე დაბრუნდა სახლში“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაია ქუტიძე.
მაია ქუტიძის თქმით, ბოლო დროს არაერთი ანალიზი აიღეს ოზურგეთში კორონავირუსზე და ყველა პასუხის უარყოფითია.
“გურია ნიუსმა“ დაინტერესდა, კარანტინში იმყოფებიან თუ არა საზღვაგარეთიდან ჩამოსული ოზურგეთელები:
“ამ ეტაპზე ჩვენთვის ამის შესახებ ინფორმაცია არავის მოუწოდებია”.