სოციალურ ქსელ Twitter-ის ადმინისტრაციამ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში პლატფორმიდან სამუდამოდ წაშალა.
„დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი ტვიტებისა და მათი კონტექსტის დიდი დაკვირვების შემდეგ @realDonaldTrump-ის ანგარიში და მასთან დაკავშირებული კონტენტი გაუქმებულია, იმ რისკის გათვალისწინებით, რომ მომავალში არ მოხდეს ძალადობის წაქეზება”,- წერია ტვიტერის განცხადებაში
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას სოციალურმა ქსელმა, რომელმაც რამდენიმე საათით პრეზიდენტს ანგარიშზე წვდომაც შეუზღუდა, ასევე თქვა, რომ “Teitter-ის წესების დარღვევის შემთხვევაში ისინი გააუქმებდნენ ანგარიშს”, უკვე დღეს კი პრეზიდენტ ტრამპის ანგარიში აღარ არსებობს.