უამინდობამ, რომელიც რამდენიმე საათია გრძელდება, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. სტიქიის შედეგად დატბორილია საკარმიდამო და საყანე ფართობები, ქუჩები, საცხოვრებელი სახლები.
მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის, მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მერიის შრესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას.