ავტოსაგზაო შემთხვევას ახალციხეში 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1 კი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლი მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთით 6-დან 10 წლამდე ვადით ისჯება.