ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში უბედური შემთხვევას 15 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სოფელ თხინვალში “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ მანქანა, რომელსაც 15 წლის ბიჭი მართავდა, მდინარეში გადავარდა.
“ეს არ არის დიდი მდინარე, მაგრამ გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული იყო. მანქანაში ორი იყო. ცდილობდნენ ახალგაზრდები მანქანის გადმობრუნებას, მაგრამ ვერ შეძლეს. სამწუხაროდ, ერთი მათგანი, რომელიც საჭეს მართავდა, მდინარის მსხვერპლი აღმოჩნდა”, _ გვითხრეს სოფელ თხინვალში.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.