“დღევანდელმა პროცესმა ნათლად აჩვენა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის გამოძიების სერიოზული ხარვეზები, რაზეც ზაზა სარალიძე და უფლებადამცველები არაერთხელ საუბრობდნენ და სამწუხაროდ პროკურატურამ ამ ხარვეზებზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა,” _ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმის განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
ნანუაშვილი მოქმედ ომბუდსმენს მოუდობეს, რომ გამოძების პროცესში არსებული ხარვეზები შეისწავლოს:
“მსგავსი დამოკიდებულება პროკურატურის მხრიდან ამ მნიშვნელოვანი საქმის მიმართ კიდევ უფრო უკარგავს საზოგადოებას სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ ნდობას და არყევს სახელმწიფოს საფუძვლებს.
ეს საქმე რეალურად აჩვენებს კიდევ ერთხელ იმ სისტემურ პრობლემებს და ხარვეზებს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაში, რაზეც უკვე არაერთი წელი ვსაუბრობდით. საზოგადოება ელის რეალურ ცვლილებებს სამართალდამცავ სისტემაში, და არა კოსმეტიკურ ცვლილებებს.
მოვუწოდებ სახალხო დამცველს, გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და მანდატი გამოძიების პროცესში არსებული ხარვეზების შესასწავლად და საზოგადოების ინფორმირებისთვის”, _ აღნიშნავს ნინუაშვილი.