„შეიკრიბნენ და ამბობენ, მანდატები უნდა დავხიოთო და რაღაცას აწერენ ხელს. ძალიან სასაცილოა, რომ ბურჯანაძე, ბოკერია, უგულავა, რომელთაც მანდატები არა აქვთ, მივიდნენ და მანდატები დავხიოთო, იძახიან. ჯერ ეს რა უბედურებაა? თან ამბობენ მანდატებს ვხევთო და თან ამბობენ მოლაპარაკებაზე უნდა წამოვიდეთო. ეგ როგორ არის? თუ “ქართული ოცნება” ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ხელს მოვაწერთ იმ შეთანხმებას და იმ შემთხვევაში თუ ხელს მოვაწერთ, პარლამენტში უნდა შევიდეთ ყველა, აი, ისინიც ვინც, მანდატებს ხევენ და ეს ოხერი უხერხული არ არის? სირცხვილი არ არის რომ ერთი ხელით მანდატებს ვხევო იძახდე და მეორე ხელით მოლაპარაკებას ხელი უნდა მოვაწეროო, იძახდე?“,_ ასე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის წევრების ქმედებას.
ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების პარალელურად, 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ, მოსწავლე ახალგაზრდობის ბაღში, დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტები გააფორმა.