უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კიევის ოლქში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას pravda.com.ua ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულები ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ექსტრემისტებისთვის ყალბ უკრაინულ და რუსულ პასპორტებს ამზადებდნენ.
დაკავებულების ლიდერი, არის მებრძოლი, რომელიც 2019 წელს, ყალბი დოკუმენტებით ჩავიდა უკრაინაში და შეარჩია “თანამოაზრეების” ჯგუფი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ეძებდა ადამიანებს, რომლებიც სირიაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას მიიღებდა.
გარდა ამისა, გამოცემა pravda.com.ua წერს, რომ დაკავებულები პოტენციურ თანამოაზრეებში ექსტრემისტული ხასიათის ლიტერატურას ავრცელებდნენ. 9 მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის დროს ამოღებულია ტროტილის შემცველი ასაფეთქებელი ნივთიერება, „ფ1“-ის ტიპის ხელყუმბარა, ყუმბარმტყორცნის 8 ყუმბარა, დიდი ოდენობით ნაღდი ფული, საბანკო ბარათები და სირიაში ფულადი გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტები.
გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 9 ლოკაციაზე ჩაატარეს ჩხრეკა დროებითი საცხოვრებელი ადგილის მისამართებზე და ბრალდებულების სამალავებში. რომლის შედეგად ამოღებულია გამანადგურებელი საშუალებები, კერძოდ: ტროტილის შემცველი ასაფეთქებელი, F-1 ყუმბარა, 8 ყუმბარსატყორცნი, ასევე უცხოური ვალუტა, საბანკო ბარათები, სირიაში ფინანსური გადარიცხვების ჩანაწერების პროექტები.