უკრაინის ხერსონის ოლქის გუბერნატორი იური გუსევი, გურიის სახელმწიფო რწმუნებულს ზურაბ ნასარაიას, რწმუნებულის მოადგილეს გია ებრალიძეს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
დელეგაცია ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტს დაესწრნენ. სახელმწიფო ანსამბლმა “გურიამ” ქართველი და უკრაინელი სტუმრების წინაშე ქართულ-უკრაინული კომპოზიცია წარმოადგინა, რომელმაც მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
(R)