უკრაინა სანქციებს მხოლოდ რუს ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს არ უწესებს.
როგორც UNIAN უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, სანქციები ეხებათ არქეოლოგებს, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ.
სანქციები ასევე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც დონბასში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარების ორგანიზებაში მიიღეს მონაწილეობა. გარდა ამისა, იმ სამხედროებსა და მოსამართლეებზე, რომლებიც ქერჩის სრუტეში უკრაინელი მეზღვაურების დაკავების პროცესში მონაწილეობდნენ.
სანქციები, ასევე, ეხება რუსულ კომპანიებს, ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს და იურისტებს, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს.
როგორც ცნობილია, უკრაინამ დამატებითი სანქციები რუსეთს ქერჩის სრუტეში 3 გემის და მათი ეკიპაჟის წევრების დაჭერის გამო დაუწესა.