,,უნიტაზის ჩარეცხვა ღია თავსახურით ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის, ამიტომ ჩარეცხვისას მისი თავსახური დახურული უნდა იყოს”, _ ამის შესახებ ჩინელი მეცნიერები აცხადებენ. ინფორმაციას bbc-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, იანგჟოს უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, უნიტაზის ღია წესით ჩარეცხვის შემთხვევაში იზრდება სხვადასხვა ინფექციის, მათ შორის კორონავირუსის გადატანის რისკი, მეცნიერების მიერ გამოყენებული კომპიუტერული მოდელის თანახმად, სითხის ერთგვარი ღრუბელი იქმნება. მასში შემავალი პატარა წვეთებს იატაკიდან 91სმ-9მ-ის მანძილზე შუძლია მოძრაობა და ჰაერში ერთ წუთზე მეტხანს ჩერდებიან.
თავსახურის დახურვა კი ამას თავიდან აგარიდებთ.
როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, კორონავირუსი საჰაერო გზით, ხველებით, საჯდომისგან ან მათგან დაბინძურებული ობიექტებიდან გადადის.
ინფიცირებულ ადამიანებს, ასევე შეუძლიათ ფეკალიით ვირუსის კვალი დატოვონ, თუმცა, ჯერჯერობთ, უცნობია რამდენად აქტიურია ეს უჯრედები და შეუძლიათ თუ არა მათ სხვა ადამიანის დაინფიცირება.
იანგჟოს უნივერსიტეტის კვლევის ავტორები მოსახლეობას რისკის მინიმუმამდე დაყვანისკენ მოუწოდებენ და შეძლებისდაგვარად უნიტაზის თავსახურის დახურვას ურჩევენ.