ოზურგეთის ერთ-ერთი უბანში მცხოვრებლები პროტესტს გამოხატავენ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ბოლო პერიოდში იტალიაში იმყოფებოდა და დაბრუნდა სახლში.
“ურჩი ადამიანია. სამინისტროს ჩათვლით ყველა ჩავაყენე საქმის კურსში და ვაპირებთ ამ ადამიანის გადაყვანას. ამ წუთებში მეტს ვერაფერს გეტყვით”, _ გვითხრა ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორმა მაია ქუტიძემ.
ადგილობრივების თქმით, ეს ადამიანი ჩამოვიდა იტალიიდან და ვითომ თვითიზოლაციაშია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.