საქართველოს პრეზიდენტმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა „თბილისის სტრატეგიულიდისკუსიის“ ფორმატში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე უსაფრთხოების საკითხებზესასაუბროდ დიპლომატებს, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და არასამთავრობო ორგანიზაციებისწარმომადგენლებს უმასპინძლეს.
კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთანმიმართებაში უსაფრთხოების ახალი სისტემის ხარვეზებისა და გამოწვევების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.
გიორგი მარგველაშვილმა ახალი საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად გაუქმებულ უშიშროების საბჭოსროლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებების შემუშავებამდე უშიშროების საბჭოსმიმართ დამოკიდებულებები გამოიხატებოდა, როგორც საჯარო განცხადებებში, ასევე ამ ორგანოს მუშაობისმიმართ ღია ბოიკოტში, ასევე პარალელური სტრუქტურის, უსაფრთხოების საბჭოს შექმნაში.
პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი ვითარების პოზიტიური განვითარება და კოორდინირებული მუშაობაშესაძლებელი იყო, თუ იქნებოდა პოლიტიკური ნება,
მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყნის მთავარი დოკუმენტის პროექტში დღეს უკვე მოშლილია კონსტიტუციურიორგანო – უშიშროების საბჭო.
„რეალურად ის ორგანო, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს, როგორც ჯარის, შეიარაღებული ძალებისგაძლიერებას, ასევე სერიოზული გამოწვევების მიიმართ მზადყოფნას, ფაქტობრივად გამქრალიაკონსტიტუციიდან და ჩანაცვლებულია, ერთის მხრივ თავდაცვის საბჭოთი, რომელიც მხოლოდ ომიანობისდროს ფუნქციონირებს, ხოლო მეორე მხრივ ლოზუნგით – საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა უნდა გახდეს,“ _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო პროექტში ამ ცვლილებების შეტანითგამოიხატება უსაფრთხოების საკითხების მიმართ არაადეკვატური დამოკიდებულება.
„შემაშფოთებელია ის დამოკიდებულება, რომელიც დღეს არის – უშიშროების საბჭო პრეზიდენტისაა,ამიტომ მოდი გავაქროთ და გავაძლიეროთ სხვა სტრუქტურები.
უსაფრთხოების და ქვეყნის თავდაცვის ნაწილში ჩვენ არ უნდა გვქონდეს პოლიტიკური მიკერძოებულობა,არ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები ინდივიდების, ან ამა თუ იმ პოლიტიკოსის მოწონება არ მოწონებაზე.თუ ჩვენ სწორად გავიაზრებთ იმ ვითარებას, რომელშიც საქართველო ამ ეტაპზე იმყოფება, ჩვენ დავინახავთ, რომ გამოწვევები ქვეყნის წინაშე, უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით ძალიანსერიოზული,“ _ აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მაშინ როცა ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარ გამოწვევადკვლავ რჩება რუსული ოკუპაცია, როცა 2008 წელთან შედარებით გაუარესებულია უსაფრთხოების გარემორეგიონში – უკრაინაში და სირიაში მომდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, უშიშროების საბჭოს როლი, იმორგანოს როლი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს რეაგირებას საქართველოს მიმართ არსებულვითარებაზე არის გადამწყვეტი. უშიშროების საბჭო, გარდა იმისა, რომ რეაგირებს კრიზისებზე,მოწოდებულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ნატო-შიინტეგრაციის პროცესი კოორდინირებული იყო უშიშროების საბჭოსთან. ამ თვალსაზრისით, მომავალიკარდინალური ცვლილებები კონსტიტუციაში, ბუნებრივია, უმაღლეს დონეზე, ფორმალურად უნდა იყოსჩვენს პარტნიორებთან ნატო-ში.
პრეზიდენტს გაუგებრად მიმაჩნია უშიშროების საბჭოს გაუქმება არსებული რეალობიდან და არსებულიგამოწვევებიდან გამომდინარე და აცხადებს, რომ ეს ვითარების არასწორი გააზრებიდან გამომდინარეობს.
„მიმაჩნია, ვითარების არასწორი გააზრებაა, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს ის მთავარი კონსტიტუციური ორგანო,რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო ძალების განვითარებას, უზრუნველყოფს სამოქალაქო კონტროლსშეიარაღებულ ძალებზე და ასევე უზურუნველყოფს ეფექტურ გადაწყვეტილების მიღებას ქვეყნისთავდაცვისუნარიანობის საკითხებთან მიმართებაში“, _ აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციების შემცირებისნაწილშიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მთავარსარდლის ფუნქციები პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალურადაქვს დატოვებული.