უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე არ მისაუბრია, რადგან თანამშრომლობა გრძელდება, მაგრამ ეს შესაძლებლობა სავარაუდოდ არსებობს, – ამის შესახებ საფრანგეთის შს მინისტრმა, კრისტოფერ კასტანერმა, საქართველოს შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრსკონფერენციაზე განაცხადა.
კრისტოფერ კასტანერის თქმით, ქართულ მხარესთან ამ საკითხებზე თანამშრომლობა მიმდინარეობს.
„შეჩერებაზე არ მისაუბრია, რადგან თანამშრომლობა გრძელდება, მაგრამ ეს შესაძლებლობა სავარაუდოდ არსებობს. დღეს არის ძალიან დიდი ზრდა თავშესაფრის მაძიებელთა, ასევე ჯანდაცვის სფეროში არის ძალიან დიდი მოთხოვნა მომსახურებაზე, მადლობა მინდა, ვუთხრა საქართველოს, რომ თანამშრომლობს ჩვენთან ამ კუთხით და ეს საკითხები ჯერჯერობით არ დგას“, – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა.