“ქართული ოცნების” წევრის, დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მიმართ შეურცხმყოფელი ქმედების გამო დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ადმინისტრაციული სამართლადარღვევისთვის 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
რაც შეეხება მუქარის მუხლით მიმდინარე გამოძიებას, დაკავებულს პროკურატურამ ბრალი უნდა წაუყენოს, რის შემდეგაც, სასამართლო ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ რობაქიძემ დეპუტატს გუშინ საღამოს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.
შემთხვევა ბაკურიანში, ერთ-ერთ კაფეში მოხდა, სადაც ოხანაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად ვახშმობდა.