ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მესამე დღეა მეხანძრე-მაშველები, სასაზღვრო პოლიციის ორი ვეტმფრენი და ადგილობრვი მცხოვრებლები ხანძარს ებრძვიან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ვაკიჯვარში გიორგი მდინარაძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, საბოლოოდ მოხდეს ცეცხლის ჩაქრობა.
“მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება,“_ გვითხრა გიორგი მდინარაძემ.
ხანძართან ბრძოლის ამსახველ ფოტოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს